вторник, 16 апреля 2013 г.

მე არ მრცხვენია ჩემი რწმენის

რამოდენიმე  დღის უკან ერთ საინტერესო ფილმს ვუყურებდი  და ერთმა ფრაზამ მოსვენება არ მომცა ამ ფილმიდან ფრაზა კი ესეთი  იყო "თუ შენ მზად ხარ შენი რწმენისთვის მოკვდე მაშინ რატო არ  იციან შენმა მეგობრებმა  შენი რწმენის შესახებ "? ეს კითხვა არ მაძლევდა  მოსვენებას ვუსმევდი ჩემ თავს  რამდენად იციან ჩემა მეგობრებმა ჩემი მრწამსის შესახებ ? საკმაოდ კარგად ავუხსენი მათ  ჩემი მრწამსი ? ან როგორ  ვაჩვენებ მათ ჩემ რწმენას და საერთოდ რა  არის  რწმენის  ჩვენება ? 
     ჩემს ქრისტიანულ ცხოვრების პრაქტიკაში ხშირად მქონდა ისეთი  
შემთხვევა  როდესაც დამიმალავს ჩემს მეგობრებთან ნაცნობებთან თუ  ნათესავებთან ჩემი მრწამსის  შესახებ ამის  მიზეზები  სხვადასხაგვარია,  მაგრამ ყველაზე ხშირი მიზეზი  ეს  სირცხვილია და  შიშია  და  "ღვთის  სიტყვაც– ბიბლია" ამ  მიზეზე ამახვილებს ყურადგებას .ჩვენ ხშირად გვრცხვენია  ჩვენი რწმენის  და ჩვენი  შეხედულების  ხმამაღლა  წარმოთქმა  რადგან  ვგონია  რო  დაგვცინებენ და  აბუჩადაც  აგვიგდებენ ამავე  დროს  გვეშინია  რო  რამე აგრესია  არ  წამოვიდეს  ჩვენზე  და  პიზიკური ან  მორალური  წნეხის  ქვეშ  არ  მოვხდეთ . მაგრამ ჩვენ  გვავიწყდება  რო ღმერთის  რჩეული  ხალხი  ვართ და  გარკვეული ვალდებულობებიც გვაკისრია  ეკლესიაში  ძალიან  ადვილია  ვიყოთ ქრისტიანები  და რწმენის  მამაკაცები  რადგან ჩვენს  რწმენასთან  დაკავშირებით არავითარ ზეცოლას არ  განვიცდით ბიბლია  ეს რამეს  ამბობს :(რომ: 1; 16–17) 
რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.

რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.
ამ სიტყვებით ჩვენ   შეგვიძლია ჩვენი თავი შევამოწმოდ  თუ  რამდენად მართალნი ვართ  და  როგორი  რწმენით ვცხოვრობთ  რადგან როგორი  რწმენაც გვაქვს  იმდენად მართლები ვართ  ღმერთის  წინაშე და განა  ჩვენი გადარჩენა  ჩვენს უშუალო  ღვთისადმი რწმენაზე  არა  დაკავშირებული.გარდა  ამისა  ამ   მუხლებიდან ნათლად  ჩანს რო სახარება  ეს  ძალა  და  ამ ძალას შეუძლია  ჩვენი მორცხვობა და  შიშიც დანგრიოს . აქ   შეილება  ესეთი  კითხვაც  დაგებადოთ  რამდენად  მე  მწამს  ამ  დაწერილი  სიტყვების  პასუხიც  მარტივია  ამ დაწერილ  სიტყვებს პრაქტიკაში  გამოყენება  ჭირდება  და  რაც  უფრო  ხშირად  იყენებ მით  უფრო რწმენაც  იზდება  რადგან  თუ  ჩვენ არ  ვაღიარებთ  ჩვენს  რწმენას  იესო  ქრისტეს შესახებ მაშვინ არც ძალა  გვექნება და  არც  კურთხევები  ღმერთისაგან (მათ:10;33) ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.(მარკ:8;38)რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით. ამ  მუხლებიდან  ნათლად  ჩანს  რო  თუ  ჩვენ ქრისტე  გვწამს  მაშვინ ჩვენ  ვალდებულები  ვართ  ამის  შესახებ  ვესაუბროდ  ჩვენს ახლობლებს  და  ნათესავობას  და  თუ  ნამდვილად  გვწამს  მაშვინ  ამ  რწმენას  მოქმედებაც  ჭირდება  რადგან  თვითონ  ბიბლია  ამბობს  (იაკ:2;17)ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.ისმი  კითხვა  და  რა არის  რწმენის  საქმე  ?(რომ:10;9–10–11)
რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.

ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.აქედან  ხვდებით  რო  რწმენის  საქმეა  აღიარება  და  ეს  აღიარება  ყოველთვის  უნდა  იყოს  ქრისტიანის  ცხოვრებაში  პირველ რიგში  აღიარება  საკუტარ  თავთან  შემდეგ კი  სხვებთან . მე  არ  ვამბობ რო  ჩემი  დაწერილი  სრული  აქსიომა რადგან  აქსიომა  მხოლოდ  უფლის  სიტყვა  მე უბრალოდ  მინდოდა  მეჩვენებინა  რწმენის  ერთ  ერთი  მხარე  განსაკუთრებით  ახალგაზრდებისათვის  რადგან  ჩვენ  ხშირად  მივდივართ  კომპრომისებზე  ჩვენი  ურწმუნო  სახლობლოს  გულისათვის  და  მე   თვლი  რომ ესე  ნამდვილი ქრისტიანი  არ უნდა იქცეოდეს.უფლის მადლი და  წყალობა იყოს ყველა  თვენთგანზე  ამინ !!!!!!!! 

Комментариев нет:

Отправить комментарий