ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!”.სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. {რომ.8:15–16}
იცით
ეს მუხლები ზუსტად
მე მეხება და
ალბათ ყველაზე კარგად
ვიცი მისი მნიშვნელობა. აქ ჩანს
თუ როგორ გვიშვილა
ღმერთმა თავისი ძის
იესო ქრისტეს მეშვეობით . პავლე მოციქული ახალ
აღთქმაში იყენებს სიტყვას << შვილობას>> – { huiothesia, რაც ნიშნავს შვილად დაყენებას
} პავლე
მოციქულის ეს სიტყვა
გვხვდება 5 ჯერ. თუმცა ეს
კონცეპცია მთელი წერილის
მანძილზე გვხვდება, ამ 5 ჯერ
წარმოთქულ სიტყვას ჩვენ ვხედავთ სამ
ეკლესიის მიმართ წერილებში { გალ.4:5}, { რომ.8:15–23.
9:4. } , { ეფეს.1:5}. ყველა ეს
მუხლები აღწერენ პროცესს
თუ როგორ, ერთ დროს
სულიერად ობოლნი, გავხდით ღმერთის
შვილები. ამის გაგება ჩვენ გვაძლევს
უნარს ჩავწვდეთ ღმერთის უსაზღვრო სიყვარულს
ჩვენს მიმართ და მის დიდ
შრომას; რადგან ეს ყველაფერი
ღმერთმა სამყაროს შექმნამდე
დაგეგმა { ეფესელთა.1:5}.
სახარება
სრულფასოვანი არ იქნებოდა
იესო ქრისტე მარტო ჩვენი ცოდვებისათვის
რომ მომკვდარიყო. იესო სრულყოფილი
იყო და ღმერთს
ჩვენზე სრულყოფილი გეგმა
აქვს.
ნება მიბოძეთ ჩემი ცხოვრებიდან ცოტა ოდენი მაგალითი მოგიყვანოთ . მე ბავშობაში
დედამ მიმატოვა და ასე მოვხდი
უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში. დახლოებით 4 წლინახევრის ვიყავი
როდესაც ჩემმა მშობლებმა
მიშვილეს, ამრიგად მოვხვდი მე იმ
ოჯახში რომლის გვარსაც ახლა
ვატარებ და რომლის მემკვიდრეც ვარ. ახლაც
მახსოვს როდესაც მიჭირდა
თუ როგორ დამტრიალებდა მამა
თავს, როდესაც ცუდ
გზას დავადექი მაშინაც
არ მივუტოვებივარ, პირიქით
სულ კუდში დამსდევდა. ეს მაშინ საშინლად
მაღიზიანებდა, ვცდილობდი რამენაირად
გავპარვოდი და დამეძვრინა
თავი , მაგრამ მამას იმდენად
ძლიერ ვუყვარდი, რომ ხელს
არ იქნევდა და თავს
არ მანებებდა. ეს მაგალითი
იმიტომ მოვიყვანე, რომ მეჩვენებინა თუ
რას ნიშნავს შვილობის
სული. თუ ხორციელ მამას
შეუძლია იმდენის გაკეთება
რამდენიც მე გამიკეთა
მამამ - წარმოიდგინეთ თუ რა
შეუძლია ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც ჩვენდამი
ერთგული სიყვარული დაამტკიცა, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვილები
ვიყავით . ასევე მოიქცა მამაჩემიც, რომელმაც
შემიყვარა, როდესაც უსუსური
ვიყავი . მადლობა მამიკო იმ
სიყვარულისათვის, რომელიც მე
მომიძღვენი. ძალიან მიყვარხარ
მამიკოოოოოოოოოო.

Комментариев нет:
Отправить комментарий