суббота, 4 мая 2013 г.

ღმერთის რწმენა შენ ცხოვრებას ცვლის

რწმენა

          რწმენა:  ძალიან მნიშვნელოვანი თემა რადგან ჩვენ მორწმუნები ვართ  შეიძლება ითქვას რომ ქვეყნიერებასაც სწამს რახაც–რახაცების . ზოგს ლეგენდების ზოგს  ამ  თუ  იმ ქვეყნის ფოლკლორის , ზოგიერთს  კი  მეცნიერების , დარვინის ევოლუცის თეორემის, დიდი აფეთქების  თეორის,  აგრეთვე  არიან ისეთი  საზოგადოებაც რომლებსაც უცხო პლანეტელების  სწამთ მათ  საზოგადოება როგორც უფოლოგების  სახელწოდებით  იცნობენ უფოლოგია ეს  არის  საზოგადოება  რომლებიც  უცხოპლანეტელების არსებობის  ფაქტებს  იკვლევენ . ამავ დროულად  დედამიწის უმეტს  მაცხოვრებელს სწამთ  მონოთეისთური   რელიგიების, სიტყვა „ მონოთეისთი  ნიშნავს  რწმენას მხოლოდ ერთი  ღმერთისადმი „  ამ რელიგიებში გაერთიანებულია  ზოგიერთი ქრისტიანული  მიმდინარეობები  და  არა  ქრისტიანული მიმდინარეობებიც .მაგალითად : ქრისტიანულ  მიმდინარეობებში შედის, კათოლიკები, პროტესტანტები და მართმადიდებლები   მხოლოდ  არ  ქრისტიანულ მიმდინარეობებს  განეკუთვნება ისლამი და იუდაიზმი .  


მაგრამ მე  დღეს  მინდა  შევეხო  ჭეშმარიტი  ღმერთის  რწმენაზე  საუბარს,  მნიშვნელობა  არ  აქვს  რომელი  ქრისტიანული  მიმდინარეობების  მიმდევარი  ხართ  რადგან ღმერთი ერთია და სრულებით  ლოგიკურია  რომ  ჭეშმარიტი  ღმერთისადმი რწმენაც  ერთია.  როდესაც  იესო ქრისტე  ასწავლიდა თავის  მოციქულებს ის ეუბნებოდა  „იქონიედ  ღვთის  რწმენა „ (მარკ:11;23) . არა ადამიანური რწმენა  არამედ  ღვთის! რწმენა იქონიეთო  ამას ორი  მნიშვნელობა  აქვს  პირველი  ისა რომ „ რწმენის  წყარო  თვით  ღმერთია“(ლუკა:17;5); „და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა“.  და  მეორე  მნიშვნელობა ისა  რომ   ჩვენ  უნდა  ვიქონიოდ  ისეთი  რწმენა  როგორიც  ღმერთს  აქვს. ჩვენ  შეიძლება  ბევრი  რამის  გვწამდეს  მაგრამ  ჩვენ  უნდა  მივიდეთ  იქამდე   რომ  ჩვენი რწმენა დაემსგავსოს უფლის რწმენას  და  თუ  ჩვენ  ღმერთი  არ შევიცანიდ   არაფერირც  არ გამოგვივა  სხვა  სიტყვებით რომ თქვად  ღმერთის  შეუცნობლად  რწმენა არ  გვექნება  მაგალითად :შენ  იცნობ  ადამიანებს  ძალიან  ახლოს და როცა  გეკითხებიან  რა  უყვართ  ამ  ადამიანებს,  ან შეილება უფრო  კონკრეტულად  რომ ჰკიტხონ შენს  ახლო  მეგობარს  რა  უყვარს  ან  რა  ინტერესები  აქვს ? შენ  ეტყვი  რომ  მას  ესა  და  ეს  უყვარს  და  ესა  და ეს ინტერესები  აქვს, რატომ  უპასუხებ  ეგრე  იმიტომ  რომ  შენ  ამ  მეგობარს  კარგად  იცნობ  და  იცი  მისი  ხასიათი  თუ  რა  უყვარს  მას.   მაგრამ როცა  უბრალო  ნაცნობზე  შეგეკიტხებიან ალბათ  ეგრე  უპასუხებ  ნუ  მე რაღაც გამიგია  სხვებისაგან!! თუ  რა  უყვარს  იმ  ადამიანს  მაგრამ მე  დარწმუნებით არ  შემიძლია   ვთქვა  თუ  რა  უყვარს  რადგან  არ  მაქვს  ახლო  ურთიერთობები  ჩემს  ნაცნობთან .


                      ამიტომ „ ხვთის  სიტყვა“ –(ბიბლია)  მოგვიწოდებს  რომ პერველ რიგში  გავიცნოდ უფალი (იერემია:9;24) თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.  
                                                         ეს  ძირითადი  მუხლია  რადგან  თუ  მე  ვიცნობ  ღმერთს  და  მაქვს  გონიერება მისი მოსმენის მაშინ  ჩემს  უფლისადმი  რწმენას  არაფერი ემუქრება  რადგან  მე  მეცოდინება  თუ რაუნდა  ღმერთს  მე  მეცოდინება  თუ  როგორ  წამს  უფალს  და  თუ  როგორ  უყურებს  უფალი  ამა თუ  იმ  საკიტხს ან  პრობლემას.  რამდენჯერ  ჩვენ  ჩავარდნილვართ  პანიკაში  როცა  ვლოცულობდით   ვიღაც  ახლობლის  განკურნებაზე   და  ვხედავთ  რომ  მათ  გულებში  სიმშვიდე  არ  არის  და  გვიკვირს  რატო  ხდება  ეგრე  ხომ  წერია  ავადმკოფებს  ხელებს  დაადებთ  და  ისინიც  განიკურნებიან (მარკოზის სახარება:16 12) ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.    

                      და  მაინც  რატო  არ  აქვთ  ამ  ადამიანებს  სიმშვიდე  ? იმიტომ  რომ  ამ  ადამიანებს  არ  სწამთ  იმისა  რომ  ბიბლია  ანუ  ღმერთის  სიტყვა  ცოცხალია  და  მოქმედება  შეუძლია (ებრაელთა:4;12)  („რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი“.)   ესეთი ურწმუნოება მოდის  იქედან  რომ  ჩვენ არ  ვიცნოთ  ღმერთს ისე  როგორც  საჭიროა .და  მეორე  მიზეზი  ის არის  რომ  ჩვენ  ძალიან  ბევრჯერ  მოგვატყუეს ადამიანებმა ნათესავებმა მეგობრემბა  და  ჩვენდა  უნებლიედ  გაგვიჩნდა  ურწმუნოების  სინდრომი  ჩვენს  შინაგანში ამიტომა  როდესაც  ჩვენ  ვკითხულობთ  ღმერთის  სიტყვას (ბიბლიას) და  ვიწყებთ  ლოცვას  იმაზე  თუ  რაც  წავიკითხედ  ბიბლიდან ზუსტად  მაგ  დროს  ირთვება ჩვენი  ურწმუნოების  აპარატი  და ფიქრობთ  შეილება  კი  შეილება  არა  რადგან  ბევრჯერ  მოვუტყუვებივართ. თქვენ  ალბათ  გსმენიათ  გამოთქმა  „მე  აღარ  მჯერა  არცეთი  ექიმების“ აღარ მჯერა სიყვარულის და ასე შემდეგ. მაგრამ  როდესაც  ჩვენ  გავხდით  მორწმუნე  ხალხი  ჩვენ  უნდა  ვიცოდეთ  რომ  ღმერთი  ადამიანი  არა  რომ  მოგატყუოდ  ან  თქვენ  მოატყუოდ ,ამიტომ  მორწმუნე  ვალდებულია   რომ  გაიცნოს  და  შეიცნოს  ღმერთი  რაც  შეიძლება  ღრმად  (1იოან:2;14)  („ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი.“) მინდა გითხრად  რომ  ღმერთის  შეცნობა  და  მისი  შესწავლა ეს  უსაზღვროდ  გრძელდება ამიტომ  ადამიანს  არ  შეუძლია  თქვას  მე  უკვე შევიცანი  ღმერთი რადგან ღმერთი  უსაზღვროა მას  შენ  ვერ  გაზომავ  და  ვერ  მოაქცევ  რაღაც  ჩარჩოში და  ვერც  აწონი. ამიტომ  ჩემო მეგობრებო  ჩვენი  რწმენა  დამოკიდებულია  იმაზე  თუ  რამდენად  ვიცნობთ  ღმერთს ჩვენ  უნდა  გვესმოდეს ეს  თუ  როგორ  უყურებს  ღმერთი  ამ პრობლემას   ან  როგორ  ფიქრობს  ამა თუ  იმ  სიტუაციაზე  მაგალითად:  ჩვენ  რაღაც  გვინდა ჩვენ  უნდა  დაფიქრდეთ და  არ  უნდა  გავეკიდოთ  ჩვენს  სურვილებს  არამედ  გავჩერდეთ  და  გავიგოთ  პირველ რიგში  ის რომ ღმერთა  და  მეორე  რიგში  უნდა  გავიგოთ  თუ  როგორ  უყურებს  ღმერთი  შენს  თხოვნას  და სურვილებს ამიტომ  უნდა  დამშვიდე  და  ღმერთს  უნდა  მიენდო    
           რწმენას  ორი  მხარე  გაჩნია  პირველი    „ის ყოველთვის სათავეს იღებს  უფლის  სიტყვიდან ანუ  ბიბლიდან   და მეორე  ის  ყოველთვის  უწყვეტ  კავშირშია  ღვთის  სიტყვასთან  ანუ  ბიბლიასთან“
ანუ  ჩვენი  რწმენის  პროცესი  განუყოფელ  კავშირში  უნდა  იყოს  ღვთის  სიტყვასთან.

რწმენის  განმარტება  კი  ესეთია :–(ებრაელთა:11;1) ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.
მოდი გავშალოდ  ეს  მუხლი   რწმენა  ეს  არის  ის  რასაც ველოდებით  და  რომელიც სრულდება  მაგრამ  ეს  არ  უნდა  იყოს  ცარიელ ადგილზე რწმენა  ზემოდ  უკვე  ავღნიშნედ რომ  რწმენა  სათავეს  იღებეს  უფლის სიტყვიდან  (რომაელთა:10;17)“ ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.“ ამიტომ ჩვენი რწმენა  უფლის სიტყვებზე  უნდა  იყოს  დამყარებული  
მეორე  რასაცა  ვხედავთ  (ებრაელთა 11;1) ისა  რასაც  ჩვენ  ვერ  ვხედავთ  მაგრამ  ვიცით რომ  არსებობს  მაგალითად:როცა  დილიდ ვდგებით  და  ცა  მოღრუბლულია  ჩვენ  ვიცით  რომ  მზე  უკვე  ამოვიდა  თუმცა  მას  ვერ  ვხედავთ  ღრუბლების  გამო  მაგრამ  მტკიცედ  ვიცით  რომ მზე  უკვე  ამოსულია , ესეც ღვთის რწმენა ჩვენ ვერ ვხედავთ ზეციურ ანგელოზებს მაგრამ ვიცით ანუ გვწამს  რომ  ისინი არსებობენ

ამრიგად  გავარკვიეთ თუ  რა  არის  რწმენა  და  რას  უნდა  ემყარებოდეს  ჩვენი  რწმენა  და  კიდევ  მოკლედ:  არ  შეილება    რწმენა  ჩვენს  ემოციებს  და გრძნობებს  ემყარებოდეს  რადგან ეს  არა  უფლის  გზა.ზემოდ  ვთქვი  რომ  რამდენადაც  ღმერთს  ვიცნობთ  ისეთივე  რწმენა  გვექნება.და  თუ  ჩვენ  გვინდა  ძლიერი  რწმენა  ვქონდეს  მაშინ  ჩვენ  უნდა  შევიცნოთ  ღმერთი  და  ღმერთის  შეცნობის  ერთადერთი  გზა  ეს  მისი სიტყვა  ანუ  ბიბლია  თვით  უფალი  იესო  ქრისტე  ამბობს  ესეთ სიტყვებს  „(იოანეს სახარების 5;39   წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის“).
აქ  იესო  ქრისტე  ამახვილებს  ყურადგებას  იმაზე  რომ თვით  ღვთის  წერილები  მასზე  მოწმობენ  და  ეს  მოწმობა  გვაძლევს  საშუალებას  რათა  უფალი  შევიცნოდ და  მისი  შეცნობით  ჩვენი რწმენაც  იზრდებოდეს.
კიდევ  ძალიან  ბევრი  რამის  თქმა  შეილება  რწმენაზე  რადგანაც  როგორც  უფალი  ამოუწურავია  ასევე  მისდამი  რწმენაც  ამოუწურავია  უფლის  მადლი  და  მშვიდობა  იყოს  თქვენდამი  ამინ.


                                                                                                                      გიორგი ჯიჯიეშვილი 03.04.2013.

Комментариев нет:

Отправить комментарий