суббота, 17 января 2015 г.

მოსე ანუ მოშე

ღმერთი ეძებდა ადამიანს, რომელიც გამოიყვანდა თავის ხალხს ეგვიპტის მონობიდან. გაუგებარი მიზეზების გამო ამ როლისთვის არ დაიბადა არც ვინმე ბრძენი, არც წინასწარმეტყველი აარონი, არც ებრაელი უხუცესები. შემოქმედმა თავისი არჩევანი შეაჩერა ეგვიპტის სამეფო კარზე გაზრდილ პრინცზე. ეს იყო მოშე რაბეინუ. რატომ მაინც და მაინც მოშე? რა თვისებებმა განაპირობა მისი ლიდერად ყოფნა?

მიდრაშში (შმოთ რაბბა 2:2) ამის შესახებ მოყვანილია ერთი ისტორია: "მოშე ცხვარს აძოვებდა, როდესაც უცბათ ერთ-ერთი ბატკანი ჩამორჩა ფარას. მოსე გაყვა მის კვალს და დაინახა, რომ ის გაჩერდა წყალთან, რათა წყურვილი მოეკლა. მოსემ უთხრა ბატკანს: "ნეტავ მცოდნოდა, რომ გწყუროდა! ეტყობა გზამ დაგღალა..." ამ სიტყვებით მოსემ მოისვა მხრებზე ბატკანი და წაიყვანა უკან ფარასთან. და თქვა უფალმა: "თუ ის ასე ზრუნავს ამ პატარა ბატკანზე, მაშინ ის ჩემი ხალხისთვისაც ძალიან კარგი წინამძღოლი იქნება".

ერთი შეხედვით, ეს ისტორია რომელიც გვიხსნის შემოქმედის არჩევანს, პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ მოშე გულწრფელად ზრუნავდა არა მხოლოდ მთელ თემზე, არამედ თემის შემადგენელ თითოეულ წევრზე, მიუხედავად მისი საქციელისა. მოშეს მხედველობის არიდან არასდროს არავინ იკარგებოდა. სწორედ ეს ამაღელვებელი მონაყოლი გვაძლევს ჩვენ წარმოდგენას მოსეს უპირობო სიყვარულზე, თავისი ხალხის მიმართ- შეუდარებელი თვისება, რომელიც შემდგომში განადიდებს მოშეს.

ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოშეს ზუსტად ამ საქციელმა, მისმა ყურადღრბამ გზააბნეული კრავის მიმართ, დაბადა გავრცელებული იდეა და აირეკლა შემოქმედის შეპირება მესიაზე, რომლის მიხედვითაც "სულ დედამიწის კიდემდე რომ იყოთ გაფანტულები, იქიდანაც კი შემოგკრებთ უფალი, თქვენი ღმერთი, იქიდან დაგაბრუნებთ ის" (დვარიმ 30:4). ეს ისტორია, და მასში დამალული აზრი უფრო ღრმაა.

თუ გავიხსენებთ მოსეს სიტყვებს, რომლითაც მან მიმართა ბატკანს, გაოცებულები დავრჩებით წინასწარმეტყველის რაოდენ ღრმა ხასიათზე მიგვითითებს ის. ბატკანს: "ნეტავ მცოდნოდა, რომ გწყუროდა! ეტყობა გზამ დაგღალა..."

როდესაც მოშემ დაინახა ნაკადულთან მყოფი ბატკანი, მან დაინახა არა მეამბოხე არსება, არამედ შეშინებული, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა. მან დაინახა ის, რასაც მის ადგილზე სხვა ვერ დაინახავდა: მოშემ დაინახა რომ არა წესების წინააგმდეგ წასვლამ, არამედ წყურვილმა უბიძგა ბატკანს დაეტოვებინა მისთვის ჩვეული გარემოება. ცხოველს უბრალოდ არ დაუმსახურებია მისი "მეურვისგან" ის რაც მას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა.

მოშეს თბილი სიტყვები, რომელშიც გაიჟღერა სინანულმა თავისი უყურადღებობის შესახებ, ამტკიცებს მოშეს სულის სიდიადეზე და ამავდროულად მის თავმდაბლობაზე. ეს ყველაფერი გახდა საფუძველი და ფონი იმ ლეგენდარული ისტორიისა, სადაც მოსე გახდა ებრაელი ერის წინამძღოლი. მოშე არასდროს ჩქარობდა ადამიანის გასამართლებას, სულ ცდილობდა დაენახა ადამიანში სიკეთე, შეეძლო დაენახა "წყურვილი" იქ სადაც სხვები ხედავდნენ მხოლოდ ცუდს. მოუთმენლობასა და დაუმორჩილებაშიც კი, მოშე ხედავდა გაზრდისა და განვითარების დიდ სურვილს. (იხ. ლიკუთეი სიხოტ, 18 ტომი, გვ.187)

მოშე არ იყო მომნდობი რომანტიკოსი. მას კარგი აღქმის და ჭვრეტის უნარი ჰქონდა: იცოდა როგორ შეეხედა და სად ეძებნა, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, შეეძლო დანახვა.

მოშე ჩვენ დროში
ახლა კი საჭიროა ვახსენოთ მოშე ჩვენ დროში-მეშვიდე ლუბოვიჩის რებე რომელიც ხშირად იმეორებდა მოშეს რებეინს რომელიც ითვლება ებრაელი  ერის  პირველ  რაბინად.

დავიწყოთ იქიდან, რომ რებე მენახემ-მენდლ შნეერსონი იყო ყურადღებიანი დევნილი ებრაელების მიმართ. რებემ გულთან ახლოს მიიტანა წმინდა ბაალ შემ თოვას შესანიშნავი სიტყვები, რომლითაც მან უპასუხა კითხვაზე მისი ჩვევის შესახებ თუ რატომ დადის ცალკეულ რაიონებში მცხოვრებ ებრაელებთან, იმის მაგივრად რომ დალოდებოდა სანამ ისინი თვითონ მივიდოდნენ მასთან. «თითოეული ებრაელი-ეს არის ასო თორას გრაგნილში- თქვა ბეშტმა.- და ასევე როგორც თორაარ ითვლება სრულყოფილად თუ მას აკლია ერთი ასო მაინც, ასევე ებრაელი ერი არის ცოცხალი თორას გრაგნილი- არ არის სრულყოფილი თუ აკლია ერთი ებრაელი მაინც. მე მივილტვი იმისკენ, რომ თითოეული ებრაელი დავაბრუნო თავის ადგილზე თორაში».

რებემ ხორცხი შეასხა ბრძენის სიტყვებს, როდესაც ააშენა მთელი მოძრაობა ხაბადის წარგზავნილებისა, რომლებიც «თორას თავის ასოებს უბრუნებს». და მოშე რაბეინუს მსგავსად მანაც დაინახა წყურვილი იქ, სადაც სხვები ხედავდნენ ბუნტს.

1960-იან წლებში, როდესაც აშშ-ის ებრაელი საზოგადოება შოკირებული იყო ახალგაზრდების პროტესტებით და ბევრი ებრაელი მაშინ განაცხადებდა: «სტუდენტური ტალღა! ჰიპპი! დაკარგული თაობა! «- რებემ თქვა- ამერიკული გულცივობის აისბერგმა საბოლოოდ დნობა დაიწყო. ადამიანები მიხვდნენ რომ არ უნდა დაემორჩილონ საზოგადოდ მიღებულ წესებს». აი ასე რებემ, მოსეს ტრადიციების დაცვით, გაარკვია იმ დროის სული.

ყველა დროში რებე უყურებდა ახალგაზრდებს სწორედ ასე. ის ამბობდა: «ახალგაზრდების ბუნტი არ არის დანაშაული. პირიქით ეს არის სულის ცეცხლი, რომელსაც არ სურს დამორჩილება სხვადასხვა მოწესრიგებული საგნების მიმართ, რომელიც ყვირის იმაზე, რომ სურს მსოფლიოს შეცვლა, მაგრამ არ იცის როგორ შეცვალოს». მხოლოდ მოშეს შეეძლო ეთქვა ასეთისიტყვები.
თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა

სტატია  აღებულია www.jewish.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий