суббота, 14 сентября 2013 г.

მარიამ მაგდალინელის საქციელი და 4 ჯილდო.

ადგილი: იოან. 20:1–18

შესავალი: იოანეს  სახარება. მიზეზი, თუ, რატომ დაიწერა ის.
A. ისტორიული  მხარე: როდის დაიწერა ? მიახლოებითი  თარიღი - ახ. წ. აღ-ის 90 წელი. მაშინდელ დროს  გავრცელებული ცრუ სწავლებანი იესოს  შესახებ, გნოსტიციზმი.
B. იოანეს  სურვილი –  იესოს  სხვა  კუთხიდან  წარმოჩენისა. იოან. 1:1–5. იესო, როგორც სიტყვა და ღმერთი.
იოანე აგრეთვე გვიჩვენებს იესო  ქრისტეს 7 ღვთაებრივ  ბუნებას.


1.   მე ვარ პური სიცოცხლისა – (იოან.6:35–41,48,51).
2.   მე ვარ ნათელი ამ წუთისოფლისა – (იოან.8:12).
3.   მე ვარ კარი ცხვართა – (10:7–9).
4.   მე ვარ მწყემსი კეთილი – (10:11–14).
5.   მე  ვარ  აღდგომა და სიცოცხლე – (11:25).
6.   მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე – (14:6)
7.   მე ვარ ვაზი  ჭეშმარიტი – (15:1).
                                  დაწერის მიზეზი. (იოან.20:31).
თემაზე  გადასვლა:


                       გეგმა:

               ა. მარიამ მაგდალინელის მისვლა ცარიელი სამარხთან  და მისი საქციელი.

1. დღეს მოდაშია ქრისტიანებს  შორის საკუთარი ეკლესის  მსახურებზე ჭორაობა და მათი განკითხვა, კერძოდ, მწყემსებზე  ცუდის თქმა.
             ბ. მწყემსები წნეხის ქვეშ და ეშმაკის ტაქტიკა (ლუკ.22:31–32).

              გ. დაუმორჩილობლების შედეგები.
                                              (რიცხ.12:6).

პეტრეს ავტორიტეტი, მართალია, შელახული იყო, მაგრამ  მოწაფეებმა კარგად იცოდნენ, რომ პეტრე დააყენა ქრისტემ მათ უფროს მსახურად. შეიძლება, დღეს შენს მწყემსმა შეხდომა დაუშვას შენთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს შენ არ გაძლევს იმის უფლებას, რომ მას არ დაემორჩილო. მარიამ მაგდალინელი და იოანე მოციქული ბრწყინვალე მაგალითებია იმისა, თუ, როგორ უნდა დავემორჩილოთ და პატივი ვცეთ მწყემსს.

1. მარიამი  მივიდა  პეტრესთან – (იონ.20:2).
2.  იოანემ პირველად  პეტრე შეუშვა  სამარხში – (იოან.20.5–6–8).
ეს  ყველაფერი მათ გააკეთეს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო. მათ უბრალოდ უყვარდათ იესო  ქრისტე და  ერთგულმა  სიყვარულმა მათ დიდი გამოცხადება მისცა. იოანე პირველი  იყო,  ვინც  ირწმუნა ქრისტეს  აღდგომა და ამ რწმენამ მას ჯილდო  მოუტანა. ის  ერთადერთი  მოციქული იყო, ვინც არ მომკვდარა მოწამეობრივი სიკვდილით. იოანე  არ იყო  ლიდერი. მას  უბრალოდ ერთგულად უყვარდა იესო ქრისტე. ჩვენ არ  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტე გვიყვარს, თუ ერთმანეთს  არ  დავეხმარებით  და პატივს არ ვცემთ. მაგალითად: მხატვარი,  რომელმაც ქრისტეს პორტრეტი დახატა.
მარიამის ოთხი  ჯილდო ერთგულებისათვის.

1)   მან ორი ანგელოზი  იხილა.
2)   მან იხილა აღმდგარი იესო  ქრისტე .
3)   ის პირველი  იყო, ვინც  იხილა  ცოცხალი ქრისტე.
4)   მას  სასიხარულო  ამბის გავრცელება დაევალა.


1) ორი  ანგელოზი, ამ შემთხვევაში, შეიძლება  შევადაროთ ძველ აღთქმასა და  ახალ აღთქმას, რომლებიც  იესო  ქრისტეზე  მოწმობენ.
2) ის ელაპარაკებოდა  იესოს, მაგრამ მებაღე ეგონა. აქ  შეიძლება  პარალელი  გავავლოთ  პირველ ადამთან, რომელიც ედემის ბაღში  ცხოვრობდა და მებაღე  იყო.
3) მან იესო  იცნო, რადგან იესომ მას სახელით მიმართა (იოან.10: 3–4).
4) დიადი  დავალება, რომელიც მარიამს  დაავალეს. ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს  დავალება ორ მნიშვნელოვან ნაწილად დავყოთ:
ა. მარიამი, უნდა  განვიხილოთ, როგორც ეკლესია, რადგანაც ბიბლიაში  ბევრი ანალოგიაა ქალსა და ეკლესიას შორის. ღმერთი თავის  ეკლესიას საპატარძლოდ მიიჩნევს. ამის  მაგალითებს ჩვენ  ვხედავთ  მათეს  სახარების  25-ე თავში;  აგრეთვე, გამოცხადების  წიგნის მე-19 თავის მე- , 8 მუხლებში.
ზუსტად  ეკლესიას  მიეცა  დიადი  დავალება.
ბ. მეორე  ნაწილი ამ  ისტორიისა არის  უშუალო, პიროვნული  ურთიერთობა  იესოსა და  მარიამს შორის. დღეს  ყველას  შეგვიძლია იოანესა და  მარიამის მსგავსად გვქონდეს  იესოსთან  ურთიერთობა. დიადი  დავალება ვერ  იქნებოდა, ისინი რომ უშუალოდ იესოს არ  შეხვედროდნენ და სასიხარულო  ამბავი არ გაეგოთ. ეს არაა ამბავი  იესოს  შესახებ, არამედ  ეს არის იესოსთან შეხვედრის ამბავი, ამიტომ ამბობს  მარიამ  მაგდალინელი, რომ მან უფალი  იხილა.
 შენც ვერ  აუწყებ  სასიხარულო  ამბავს თუ იესო ვერ  იხილე.
დასკვნა:

ეს ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგის მომტანია უფლისადმი სიყვარული და მისდამი მორჩილება. არ  შეიძლება, გიყვარდეს და ურჩი იყო! ისევე, როგორც შეუძლებელია მორჩილი იყო და არ გიყვარდეს. მარიამი იესოს  უყურებდა და მისგან სწავლობდა. ჩვენც, ეკლესია, უნდა ვუყურებდეთ იესოს და არა ადამიანებს ან მათ  შეცდომებს.  იესო თავად ამბობს, რომ მისგან უნდა ვისწავლოთ.(მათ.11:28 – 29).


უფლის მადლი იყოს ყოველ თქვენგანზე. ამინ.



                         გიორგი ჯიჯიეშვილი

                                                       2012 წლის 7 ნოემბერი 

вторник, 3 сентября 2013 г.

შვილობა


ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!”.სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. {რომ.8:15–16}

იცით  ეს  მუხლები  ზუსტად  მე  მეხება  და  ალბათ  ყველაზე  კარგად  ვიცი  მისი  მნიშვნელობა. აქ  ჩანს  თუ  როგორ  გვიშვილა  ღმერთმა  თავისი  ძის  იესო  ქრისტეს  მეშვეობით . პავლე  მოციქული ახალ  აღთქმაში  იყენებს სიტყვას  << შვილობას>> – { huiothesia, რაც ნიშნავს შვილად დაყენებას } პავლე  მოციქულის  ეს  სიტყვა  გვხვდება  5 ჯერ. თუმცა  ეს  კონცეპცია  მთელი  წერილის  მანძილზე  გვხვდება, ამ  5 ჯერ  წარმოთქულ  სიტყვას  ჩვენ  ვხედავთ  სამ  ეკლესიის  მიმართ  წერილებში { გალ.4:5}, { რომ.8:15–23. 9:4.  } , { ეფეს.1:5}. ყველა  ეს  მუხლები  აღწერენ  პროცესს  თუ  როგორ, ერთ  დროს  სულიერად ობოლნი, გავხდით ღმერთის  შვილები. ამის  გაგება  ჩვენ   გვაძლევს უნარს ჩავწვდეთ ღმერთის  უსაზღვრო  სიყვარულს  ჩვენს  მიმართ და   მის  დიდ  შრომას; რადგან  ეს  ყველაფერი  ღმერთმა  სამყაროს  შექმნამდე  დაგეგმა  { ეფესელთა.1:5}.
სახარება  სრულფასოვანი  არ  იქნებოდა  იესო  ქრისტე მარტო ჩვენი  ცოდვებისათვის  რომ მომკვდარიყო.  იესო  სრულყოფილი  იყო  და  ღმერთს  ჩვენზე  სრულყოფილი  გეგმა  აქვს.
ნება მიბოძეთ ჩემი  ცხოვრებიდან ცოტა  ოდენი  მაგალითი  მოგიყვანოთ . მე  ბავშობაში  დედამ  მიმატოვა  და  ასე  მოვხდი  უპატრონო  ბავშვთა  თავშესაფარში. დახლოებით  4  წლინახევრის  ვიყავი  როდესაც  ჩემმა  მშობლებმა  მიშვილეს,  ამრიგად მოვხვდი  მე  იმ ოჯახში  რომლის  გვარსაც ახლა  ვატარებ და რომლის  მემკვიდრეც  ვარ. ახლაც  მახსოვს  როდესაც  მიჭირდა  თუ როგორ  დამტრიალებდა  მამა  თავს,  როდესაც  ცუდ  გზას  დავადექი  მაშინაც  არ  მივუტოვებივარ,  პირიქით  სულ  კუდში  დამსდევდა.  ეს  მაშინ  საშინლად  მაღიზიანებდა,  ვცდილობდი  რამენაირად  გავპარვოდი და  დამეძვრინა  თავი , მაგრამ  მამას  იმდენად  ძლიერ  ვუყვარდი, რომ ხელს არ იქნევდა  და  თავს  არ  მანებებდა. ეს  მაგალითი  იმიტომ მოვიყვანე,  რომ მეჩვენებინა  თუ  რას  ნიშნავს  შვილობის  სული. თუ  ხორციელ  მამას  შეუძლია  იმდენის  გაკეთება   რამდენიც მე  გამიკეთა  მამამ - წარმოიდგინეთ თუ რა  შეუძლია  ყოვლისშემძლე  ღმერთს, რომელმაც  ჩვენდამი  ერთგული  სიყვარული  დაამტკიცა,  როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ  ცოდვილები  ვიყავით . ასევე  მოიქცა  მამაჩემიც,  რომელმაც  შემიყვარა,  როდესაც  უსუსური  ვიყავი . მადლობა  მამიკო  იმ  სიყვარულისათვის,  რომელიც  მე  მომიძღვენი. ძალიან მიყვარხარ  მამიკოოოოოოოოოო.