воскресенье, 14 июля 2013 г.

უფლის უდიდესი სიყვარული


6 წელი ჯოჯოხეთში და უფლის უდიდესი სიყვარული



ერთხელ როდესაც ინტერვიუს  ვაძლევდი ქრისტიანულ ტელეარხ CNL ინტერვიუს დამთავრების შემდეგ კორესპოდენტმა  ესეთი  კითხვა  დამისვა:გიორგი  რა  არის  შენი  აზრით  უფლის ყველაზე  დიდი  სასწაული ცოთა  არ  იყოს დავიბენი  რადგან არ  ვიცოდი  რა  პასუხი  გამეცა.
 მე  მინდა  დღეს ცოტა  რამ მოგიყვეთ ჩემს ცხოვრებაზე. ამ სტატიაში  მე  მინდა პატარა ქადაგება და  დამოწმებაც გავაერთიანო. მე ღრმად  მწამს  რომ ბიბლია  ეს  უნიკალური  წიგნია  და  მასში  ჩაწერილი ყველა  სიტყვა  ცოცხალია  რადგან ჩემს  ცხოვრებაში  ბიბლიაში  ჩაწერილი  სიტყვები  სიტყვა-სიტყვით  გაცოხლდა. მათეს  სახარების  8 თავი  იწყება  ერთი  ძალზე  საინტერესო  სასწაულით  რომელიც  ქრისტემ გაუკეთა  ერთ  კეთროვანს{მათ:8;1–4}  „
1
როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.

2
და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

3
გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.

4
და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.

ეს  ისტორია  სიტყვა-სიტყვით  გაცოცხლდა  ჩემთვის. წარმოდგენა რომ გქონდეთ  თუ  რაზე  ვსაუბრობ ჩვენ უნდა  გავიგოთ  ისტორიულად  რას  ნიშნავდა  ეს  ყველაფერი  ამ ამბავში  ჩვენ ვხედავთ  ორ  მოქმედ  პირს  პირველი  ეს  იესო ქრისტეა, მეორე ეს  კეთროვანი  ადამიანი  რომლის  სახელი ჩვენ არ  ვიცით.

კეთრი –– ეს  საშინელი დავადება  იყო მაშინ ებრაელური  რჯულის  მიხედვით,  კეთროვანი  ადამიანი  ეს  უწმინდური  პიროვნება  იყო  და ის  იძულებული  იყო  სახლიდან წასულიყო  რადგანაც  რასაც ის  შეხებოდა  უწმინდურად  ითვლებოდა  მათ  ებრაელურად–{ტამეი –ხელშეუხებელი}  ეძახდნენ. ამრიგად კეთროვანი  ხალხი  განწირული  იყო  მარტობასა  და  ოჯახის  გარეშე  არსებობას, მათ  არანარი პრესპექტივა  არ  გაჩნდათ  ისინი  მარტობაში  კვდებოდენ.სწორედ ამ კეთროვანივით  მე  6  წლის  მანძილზე  ნარკოდამოკიდებული  ვიყავი  ანუ  დღევანდელი დღით რომ ვიმსჯელოთ  ნარკომანი  როგორც მაშინ კეთროვანები..  საზოგადოებიდან გარიყული  ვიყავი მეც იმდონემდე  ვიყავი  მისული  რომ  3 ჯერ ვცდილობდი  თავის  მოკვლას მაგრამ რატომღაც არ  კვდებოდი. კეთრი  მაშინ განუკურნებული  სენი  იყო  როგორც  დღეს  ნარკომანია  განუკურნებადია  მე  კარგად  ვიცი  რასაც  ვამბობ სწორედ  რომ დღეს მედიცინა  უძლურია  ამ სენის  მიმართ  რასაც დღევანდელი  მედიცინა სთავაზობს  აბსოლიტურად ყველაფერი  მოვსინჯე  მაგრამ შედეგი  არ  ქონდა  მხოლოდ  იყო  ხან მოკლე  რემისიები  მაგრამ საბოლო  ჯამში  მაინც დამარცხებული გამოვდიოდი  ეს  6  წელი  ჯოჯოხეთი  იყო  ჩემთვის  არ  მინდა  ბევრი  მოყოლოდ შეგაწყინოდ  თავი  მაგრამ ერთს  გეტყვით  აბსოლიტურად  ყველაფერი  დავკარგე  პირველ რიგში  მეგობრები,  კოლეგები, ნათესავები  მეზობლები, ყველა  თავს  მარიდებდა, ერთადერთი  ვინც  ზურგი  არ  შემაქცია  ეს  იყო  ჩემი  მშობლები და ბიძაჩემის ოჯახი რადგან  მორწმუნები იყვნენ   ისინი  ბოლომდე  მედგნენ სიყვარულით  და  სრულგრძელობით  სწორედ  მათი  დიდი სიყვარულისა  და  ხათრის  გამო გადავწყვიტე  შევბრძოლებოდი  საკუთარ  თავს.დახლოვებით  ესეთი იყო  მაშინდელი კეთროვანი ხალხის არსებობა  ისინი საერთოდ  ქალაქ გარეთ ცხოვრობდნენ მათვის ტაძრის  კარებიც დახურული  იყო.ამ ისტორიაში  ჩვენ ვხდევთ  თუ როგორ  მიუახლვდა კეთროვანი  იესოს..  დამიჯერეთ  ეს  არც თუ  ისე  ადვილი  იყო მათვის  რადგანაც  მათ  არ    ქონდათ  უფლება  საზოგადოებაში  გამოჩენის  რადგანც შეიძლება  ჩაექოლად კიდეც. ზუსტად  მისმა  ამ ნაბიჯმა  გადამაწყვეტინა  იესოსთან მეც  მივსულიყავი რადგან მის  ამ ქმედებებში  გასაღები  დავინახე  თუ  როგორ შეიძლება  იესოსთან მივიდე  ჩემს  შემთხვევაში 

        1)ის მიუახლოვდა იესოს თავისი  სიცოცხლის  რისკის ფასად

          2) მან თაყვანი სცა  იესოს:


        3) მან გამოცხადა უფლის  ნება თავის  ცხოვრებაზე 




ზუსტად  ამ სამ მოქმედებაში იმალება ის სასწაული  რომელიც  უფალმა  გაუკეთა  ამ პიროვნებას ანუ ჩვენ ვიცით  რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნების  უფლებით  შექმნა,  და უფალი აკეთებს სასწაულებს  მაშინ როდესაც  მას  ამის  უფლებას ჩვენ ვაძლევთ  ამისათვის  ჩვენ მას  უნდა  მოუხმოდ  „{იერემია:33;3.მომიხმე  მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს,რომლებიც არ  იცოდი შენ.}“

„{იერემია:29;12–13. და  მომიხმობთ მე, და წახვალთ და შემევედრებით ,და მე მოგისმენთ თქვენ .
                    მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ  მთელი თქვენი გულით.}“


ეს  კეთროვანი  ადამიანი  მთელი  გულით  მივიდა  ქრისტესთან  რადგანაც  სხვანაირად  ვერ  დაძლებდა  შიშის  ფაქტორს  გარდამტეხი  მომენტია  ამ სასწაულში ის  არის  როდესაც ის  უფალს  ეკითხება ? „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. წარმომიდგენია  თუ  რაოდენ  სასოწარკვეთილებით  დაუსვა  კითხვა  უფალს  რადგან მას  უკვე  არაფრის  იმედი  ახარ  ქონდა ზუსტად  ეგეთი  აზრით  მივედი  მეც უფალთან . მაგრამ მე  უფრო  მომგებიან პოზიციაში ავღმოჩნდი  რადგან ვიცოდი  ქრისტეს  პასუხი  „გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.“     ზუსტად ქრისტეს პასუხმა  მომცა რწმენა  და  იმედი რადგან დავინახე  მასში  უდიდესი  სიყვარული  და  ღმეღრთის  დაინტერესება  ჩვენს  ბედნიერ  და  თავისუფალ ცხოვრებაში  იციდ  მათე  (ავტორი) შეგნებულად არ ასახელებს  ამ კეთროვანი  პიროვნების  სახელს, რადგანაც მნიშვნელობა  არ  აქვს  ვინ ხართ  და  რა  ქვიად თქვენ ან რა  პროფესის  ხართ  ღმერთი მაინც  დაინტერესებულია  ჩვენ დახმარებაში  მას  ჩვენ უზომოდ  უყვარვარდ და  ჩვენი  გადარჩენისათვის  თავისი  ძე  არ  დაინდო  {ოანეს:3;16–17.
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.


რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.}

ამ მუხლებიდან ნათლად  ჩანს  თუ  რაოდენ დიდად  ვუყვარვართ  უფალს  ამის  გააზრება  იძლევა  თავისუფლებას  რადგან სწორედ  ესა  ჭეშმარიტება რომ ჩვენ ღმერთს  ვუყვარვართ.

        უცნაური დავალება .

                ამ ისტორის  4  მუხლში  ძალზე  უცნაურ  დავალებას  ვხედავთ ქრისტესგან

                     „და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად“

საქმე  იმაშია  რომ კეთრი მაშინ საერთოდ  არ  იმკურნებოდა  ბიბლიაში  მხოლოდ  ორი ისტორია  ნახსენები  როდესაც კეთრისგან განიკურნენ ეს  იყო  მოსეს  და  მირიანი( მარიამი) და  ნემანი. კეთრი ეს  უწმნიდურობის  სიმბოლო  იყო  და  ებრაელური რჯულის  მიხედვით მხოლოდ  მღვდლებს  ქონდა  უფლება  გამოეცხადა  ესა  თუ  ის  ადამიანი  უწმინდურად  და  აგრეთვე  განწმენდილად ეს  შეგიძლიათ იპოვოთ  {ლევიანები:13 და  14 თავებში }. და  იესოს  უნდოდა რომ სწორედ  ვინც  გამოცხადა  ეს პიროვნება  უწმინდურად მათ თავიანთი თვალებით  ეხლად უფლის  სასწაული და  ერწმუნად  ქრისტე  როგორც მამისაგან მოგზავნილი  მხსნელი.ისმის  კითხვა  რას  გვეუბნება ეს  დღეს  ჩვენ ? როდესაც  მე  ვიწამე  ქრისტე  და  მან გამანთავისუფლა  პირველ  რიგში  მე დამჭირდა ჩემიანებისათვის  დამენახებია  რომ მართლა  განვიკურნე  ნარკოტიკებისაგან, ამას  ჩემო  მეგობრებო დრო ჭირდება  და  დიდი  ძალის  ხმევა  პირველ რიგში  ჩემს  სასამართლო  ოფიცერთან  რომელსაც ჩემი საქმე  მიყავდა ურწმუნოებაში  რა  ტყიულებს  და  რა  ხერხებს  არ  მივმართავდი  რომ ის  გამეცურებინა  ასევე  ნათესავებთანაც  მაგრამ როდესაც ვირწმუნე  მწარე  დილემას  გადავაწყდი  გამეგრძელებინა  ტყუილით  ცხოვრება  ან დავმორჩილებოდი  მათ  ყველა  მოთხოვნას  და  ყოველთვის  სიმართლე  მეთქვა  მე  ამოვირჩიე  მეორე  რადგან ის  სასწაული რომელიც  ღმერთმა  თავის  მადლით  გამიკეთა  არ მაძლევდა  უფლებას  სხვა  გზა  ამერჩია. სწორედ  ვინც  მე  გამომაცხადა  ნარკომანად  ისი  დარწმუნდენ რომ იესომ ჭეშმარიტად  განმათავისუფლა  და  მათან განდიდა  იესო ქრისტე  ჩემს  მეშვეობით  დღესასც  ვ მეგობრობ ჩემს  სასამრთლო  ოფიცერთან  ის  ყველგან ამბობს  ეს  ბიჭი  რომელ  ეკლესიაშიც დადისო იქ ნარკომნები იცვლებიანო. შეიძლება  დღეს  თქვენ ეკლესიაში  დადიხართ  მაგრამ რახაც ცოდვები  ხელს  გიშლით  თქვენი  პოტენციალის  გამოყენაბაში  მარტივად  გეტყვიდ გაკეტედ ის  რაც ამ კეტროვანმა  გაკეტა  1 მიდით იესოსთან.  ის  ყოველთვის  გელოდებათ  რათა  მასთან მივიდეთ {მათ:11;28} 2 თაყვანი  ეციდ მას  როგორც ერთადერთ   ღმერთს.  რადგან ის  ერთადერთია  ვინც  ამას  იმსახურებს {მეორე რჯული:6;7}   . 3 გაიგეთ  თუ რა  მისი  ნება  თქვენს  ცხოვრებაზე . ანუ გაიგეთ  და  შეიცანიდ  თუ  რაოდენ უყვარხარ მას  შენ {რომ:5;8}   4 რასაც იესო გეტყვიდ  ყველაფერი  გაკეთედ ღვთის  მოსაობით .

როგორც ნოე  აშენებდა ღვთის  მოსაობიდ  კიდობანს  {ებრ:11;7}
ეხლა უკვე  პასუხი  მაქვს  თუ რა  არის  უფლის  ყველაზე  დიდი სასწაული  ეს  არის    შეცვლილი  ცხოვრება  ჩემი შენი  და ყველა  იმ ხალხისა  ვინც  მას მოუხმობს.
უფლის  მადლი  არ  მოჰკლებოდეს  ჩვენ ყველას  ამინ


                                                                                                         გიორგი ჯიჯიეშვილი 

четверг, 30 мая 2013 г.

ბოლო დროის ნიშნები ქვეყნიერებასა და ეკლესიაში


შესავალი
ამ ბიბლიური კვლევის მიზანია სამყაროს წიგნთა-წიგნის, სულიერი ღმერთის სიტყვიერი გამოხატულების - ბიბლიის სიტყვებში ჩაღრმავება და მასში, როგორც სულიერ სარკეში დანახვა როგორც საკუთარი თავის - ასევე იმ ფონის, რომელ ფონშიც ვიმყოფებით - ეკლესიისა და ქვეყნიერებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვით, რომ ღმერთია ავტორი ყველა იმ უსამართლობისა და გახრწნილებისა რაც ამ ქვეყანაზე ხდება, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ უფალმა დასაბამიდან იცოდა ყველაფერი რაც იმ დროის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, რომელსაც თვითონ ქმნიდა. თუმცა ის პატივს სცემდა საკუთარ შექმნილ დროის კანონებს, მაგრამ თავისი არსებით და ყოვლისშემძლეობით არასდროს შეზღუდულა იმ კანონებით, რომელსაც თავის ქმნილებას უწესებდა.
ცხადია, რომ ღმერთმა წინასწარ იცოდა რაც უნდა მომხდარიყო და მისთვის არაფერი ყოფილა უსიამოვნო სურპრიზი მის მიერ შექმნილ სამყაროში.
ამიტომ ის მოვლენები, რაც დღეს ხდება დედამიწასა თუ ეკლესიაში ღმერთს მიშვებული არ აქვს და შორიდან არ ადევნებს თვალყურს არამედ ყველაფერი წინასწარ გათვლილი აქვს და აქვს პასუხი ყველა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენაზე. ის, რასაც მისი ეკლესია თუ ზოგადად კაცობრიობა აწყდება ერთი უეჭველი მიზნისკენ მიდის.
ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ საით მივყავართ ამ ყველაფერს, რა არის ღმერთის გეგმა, რათა არ დავკარგოთ დრო იმის გამოსწორებაში, რაც ღმერთისაგან განწირულია და პირიქით - არ უგულებელვყოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ღმერთმა დააწესა პირადად ჩვენზე - ამოგვარჩია რა მან და მოგვცა ჩვენი მოწოდება ცხოვრებასა და მსახურებაში.

პირველი მცნება, პირველი ტყუილი და პირველი ცოდვა
დაბ.2:16-17 „და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.“
გარდა იმისა, რომ ზემოთაღნიშნული მცნება, რომელიც ღმერთმა მისცა პირველ ადამიანებს ისტორიულ ფაქტს წარმოადგენს, მას დიდი აზრობრივი აქტუალობა გააჩნია ჩვენს ეპოქაშიც. შეიძლება ითქვას უფრო დიდი ვიდრე არასდროს.
ერთი შეხედვით „კეთილისა და ბოროტის შეცნობაში“ დასაძრახი არაფერია, პირიქით ადამიანი, რომელიც კეთილსა და ბოროტს არჩევს სათანადოდ დღეს დედამიწაზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ. მაშ სად იყო პრობლემა? რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანმა შეიცნოს კეთილი და ბოროტი?
აქ მთავარი პრობლემა იყო ადამიანის „თავისუფლების“ დაუოკებელი წყურვილი, რომელიც, ათასწლეულების განმავლობაში იყო კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მამოძრავებელი ძალა. ადამიანები „თავისუფლებას“ ძახილით პირისპირ ეკვეთებოდნენ უეჭველ სიკვდილს. დამოუკიდებლობის ცნება ადამიანის გაკერპების საგანი გახდა. სწორედ ადამიანის დამოუკიდებლობის წყურვილი გახდა აქილევსის ქუსლი ადამისა და ევას ცხოვრებაში.
ამ ყველაფერს უდიდესი გამოძახილი აქვს დღევანდელ წუთისოფელში და ეკლესიაშიც ისე, როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ხდება ისეთი მასიური დაპყრობა და დამონება ერებისა, როგორც შუასაუკუნეებში, თავისუფლების გამო კვლავაც დიდი ბრძოლები ხდება. ადამიანს როგორც არასდროს ისე უნდა, რომ მიაღწიოს თავისუფლებას. ამოუვიდა ყელში ისეთი ვინმეს ყოლა, ვინც ეტყვის მას რა არის სწორი და რა - არასწორი. რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. საუკუნეების განმავლობაში „ქრისტეს სახელით“ მებრძოლმა „ეკლესიამ“ წარმატებით გაართვა თავი რა ადამიანებისთვის ყოფილიყო სიკეთისა და ბოროტების გარჩევის იარაღი - ბუმერანგივით დაუბრუნდა კაცობრიობას.
მაგრამ ის „აღთქმა“, რაც სატანამ ექვსი ათასი წლის წინ მისცა ადამს თავისებურად უნდა ასრულდეს, განსაკუთრებით ბოლო დროში. დღეს ადამიანები ცდილობენ და გარემოებაც და არსებული კანონებიც ხელს უწყობს თვითონ იყვნენ საკუთარი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის“ ავტორები. სურთ თვითონ გადაწყვიტონ რა არის სწორი და არასწორი, ცდილობენ რა თავი დააღწიონ ყოველგვარ ზეგავლენას, თვითონ აირჩიონ საკუთარი მომავალი, სექსუალური ორიენტაცია, სულიერი თუ ადამიანური ფასეულობები.
დღეს განსაკუთრებით დასავლეთში დიდი ადგილი ეთმობა სკოლებში მოზარდებისათვის იმის სწავლებას, რომ მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა არის კარგი და ცუდი. მიმდინარეობს მიზანმიმართული სწავლება „გაბატონებული“ ფასეულობებისადმი ამბოხისა. ასწავლიან, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ცხოვრება და დღითიდღე აცლიან მშობლებს შვილების აღზრდის ბერკეტებს.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი წარმატებით იჭრება ეკლესიებში. ერთ დროს ყველაზე ფუნდამენტური ეკლესიები დღეს მხოლოდ ღმერთის უკიდეგანო სიყვარულზე საუბრობენ. ისინი, ვინც ქრისტიანული მცნებების მასწავლებლები უნდა იყვნენ პირდაპირ თუ ირიბათ ახდენენ ცოდვის წაქეზებას. ვისზე ლაპარაკობდა ბიბლია, როცა ამბობდა: „ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს“? (2ტიმ.4:3) მხოლოდ წუთისოფელზე? განა ეკლესიაზე არა? აბა ვის გულისხმობდა პავლე როცა ლაპარაკობდა ულმობელ მგლებზე“ და „უკუღმართად მოლაპარაკე ხალხზე“? (საქ.20:29-30). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდობლობით ავივსოთ და ყველა ქრისტეზე მოლაპარაკეს უნდობლად ვუყუროთ. არამედ იმას, რომ, როგორც არასდროს ისე ჭირდება ღმერთის ხალხს მთლიანად იყოს დამოკიდებული ღმერთის მცნებაზე და მისით წყვეტდეს კეთილსა და ბოროტს და არ მოექცეს წუთისოფლის ზეგავლენაში.
შეიძლება გებადებათ კითხვა: როგორ შეიძლება ქრისტეს ეკლესია, რომელმაც მისი მადლის, სიყვარულის, მისი სულის გემო ნახა, როგორ შეიძლება განუდგეს ჭეშმარიტებას? განა დაუშვებს ღმერთი ამას? მე ვუპასუხებდი, რომ ის, ვინც ღვთისაა მუდამ ღვთისა რჩება, მაგრამ ვინ ვისია ეს მხოლოდ ღმერთმა და თვითონ იციან. თუ ვიღაც ჩვენს შორისაა ქადაგებებზე, მსახურებებზე, ევანგელიზაციებზე და ა.შ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი ღმერთის შვილები არიან.  სამწუხაროა, მაგრამ ბევრი მოტყუებული ადამიანი დადის დღევანდელ ეკლესიებში და კარგი ადამიანებისა და ლამაზი მუსიკის ზეგავლენაში ყოფნა რაკი კეთილ სურვილებს აღუძრავს - ფიქრობს რომ ღმერთისაგან შობილია, და არ ეძებს ღმერთის ჭეშმარიტ ძალას, რომელიც ისე ცვლის ადამიანს, რომ მისი სულიერება გარემოებებზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მასში არსებულ სულიწმიდაზე. და ის  რაც კიდევ უფრო უარესია - ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ეკლესიაში ადამიანები, რომლებიც მოტყუებულები კი არა პირიქით მაცდურები არიან. ზოგი მატერიალური, ზოგიც სოციალური ინტერესები ამოძრავებთ. ზოგს კი პირდაპირ ზიანის მიყენება უნდა ეკლესიისათვის.
მათ, ვისაც ბიბლიაში საყვარელი მუხლების გაფერადება უყვართ, თუ უნახავთ იოანე მოციქულის პირველ წერილს და მხოლოდ აღნიშნულ მუხლებს წაიკითხავთ, დამერწმუნეთ ბევრი რამ გამოგრჩებათ. მართალია იოანე მოციქულს უყვარდა ღმერთის სიყვარულზე ლაპარაკი. მის წერილებში ხშირადაა მოხსენებული ღვთიური სიყვარულის უდიდესი მნიშნველობა. მაგრამ ღვთიური სიყვარული თვალს არ ხუჭავს ცოდვასა და ბოროტებაზე. მიუხედავად იმისა, იოანეს პირველი წერილი სიყვარულითაა გაჟღენთილი, მასში ვპოულობთ ბევრ ისეთ სიტყვებს, რომელმაც შეიძლება ძალიან გააღიზიანოს „სიყვარულის მქადაგებლები“. ის განსაკუთრებულ კონტრასტს ავლებს შავსა და თეთრს, ცოდვასა და სიწმიდეს, სიყვარულსა და სიძულვილს და ზოგადად ღვთისა და არაღვთისას შორის. ის ძალიან კონკრეტულია, როცა ამხელს იმ ადამიანებს, ვინც „ჩვენთან არიან, მაგრამ ჩვენთაგანნი არ არიან“ (1 იოან.2:19).
განვიხილოთ რამდენიმე ნიშანი, რაც ზოგიერთების უღვთობაზე მიუთითებს:
1. სიბნელეში სიარული (1 იოან. 1:5-7) - აღნიშნულ კონტექსტში „სინათლეში“ ან „სიბნელეში სიარული“ მიანიშნებს იმას, რომ სინათლეში მოარული საკუთარ ცოდვას ხედავს, ხოლო ვინც ბნელში დადის მასში არაა ღმერთი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, როცა ადამიანი სცოდავს და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რამე და ვინმე ამხილებს ცოდვაში - ის მაინც ჯიუტად რჩება თავისაზე მიდის რა სინათლის წინააღმდეგ, ამით წარმოაჩენს საკუთარ თავს. მთავარი პრობლემა არაა ცოდვა - რადგან ეს პრობლემა მოაგვარა ქრისტემ. მთავარი პრობლემაა - სინათლის უარყოფა.
2. მცნების უგულებელყოფა (1 იოან. 2:4) - ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც არ უყვარს მცნებაზე ლაპარაკი, არამედ ურჩევნიათ სტრუქტურაზე, გეგმებზე, თუ გნებავთ მსახურებებზე საათობით მსჯელობა.
3. ძმის სიძულვილი (1 იოან.2:9) - მართალია ძალიან მძიმეთ ჟღერს, შეიძლება გულუბრყვილო ქრისტიანმა იფიქროს, რომ ეს ეკლესიაში არ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ვისაც ხალხთან მსახურება უწევს, გარდა ბიბლიისა საკუთარი გამოცდილებიდანაც შეუძლია ჩამოთვალოს როგორც წარსული, ასევე აწმყო მაგალითები ეკლესიის წევრებს შორის ფარული სიძულვილისა, ჭირდება რა დიდი ძალისხმევა ორ ეკლესიის წევრს შორის მშვიდობის დასამყარებლად.
4. იესოს, როგორც ქრისტეს უარყოფა (1 იოან 2:22) - მართალია ძალიან თეოლოგიურად ჟღერს, მაგრამ ამას აქვს დიდი პრაქტიკული გამოყენება. საქმე არ ეხება მხოლოდ სიტყვიერ აღიარებასა და უარყოფას. მისია იესოსი, როგორც ძე ღვთისა და როგორც ძე კაცისა იყო, რომ ადამიანები გამოეხსნა მათი ცოდვებისაგან. იგი იქნა ცხებული, რათა ღმერთის ნება აღესრულებინა დედამიწაზე და საკუთარი მსხვერპლით გამოეხსნა დაღუპვისათვის განწირული კაცობრიობა (ლუკ.4:18-19). მიმაჩნია, რომ ამ მუხლის თანამედროვე გამოძახილია ის ადამიანები, რომლებიც დაბეჯითებით ასწავლიან ღმერთის საყოველთაო სიყვარულზე ცოდვილების მიმართ, აღიარებენ რა, რომ არაა აუცილებელი ქრისტეს ყოლა იმისათვის, რომ ღმერთმა შეგიწყალოს და გადარჩენა მოგცეს, არამედ კარგი ადამიანობა საკმარისია ღმერთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მშვიდობის მიღწევის მიზნით თმობენ საკუთარ სულიერ ფასეულობებს და უგულებელყოფენ ჯვრის სახარების სწავლების აუცილებლობას. უწოდებენ რა სულიერ ძმებს ყველა რელიგიურ ხალხს, მიუხედავად მათი სწავლებისა და საქმეებისა ქრისტეს შესახებ.
5. ცოდვაში ცხოვრება (1 იოან.3:8-10; 2იოან 9-10). დღეს უზრდელობათ ითვლება სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა. შეიძლება დიდი რისხვის ობიექტი გახდეთ თუ ვინმეს, ვინც „ჭეშმარიტ დოქტრინას“ ქადაგებს - მის პირად ცხოვრებაზე მიუთითებ. თუ კითხვას დაუსმევ მის დამოკიდებულებაზე ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, ოსტატურად ჩამოგიყალიბებენ ბიბლიურ დოქტრინას, ცდილობენ რა გვერდი აუარონ საკუთარ პასუხისმგებლობას მცნების წინაშე. დღითი-დღე პოპულარული ხდება ცნობილი სწავლება „ცხებულების ხელშეუხებლობის“ შესახებ. თუ თქვენ ეს პირადად არ გინახიათ - გაგიმართლათ. მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი „მსახური“ იფუთება ამ სწავლებაში, რათა თავი აარიდოს მხილებით გამოწვეულ დისკოფმორტს.
6. ფულის განსაკუთრებული სიყვარული. (1 იოან.3:17[AB1] ). დღესდღეობით დიდი აქცენტები კეთდება მსოფლიოს მასშტაბით ეკლესიებში ფულზე. თუ ადამიანს ღრმა საფუძველი არ აქვს წერილის, გაუჭირდება გაარჩიოს რა არის ბიბლიური სწავლება და რა უბრალოდ იმიტომ ნათქვამი, რომ რაც შეიძლება მეტი შეწიროს მრევლმა. დღეს ძნელად თუ იპოვით „მეგაეკლესიებს“, სადაც ქადაგების მთავარი თემა ფინანსური „თესვა-მკის“ პრინციპები არ იყოს. ღმერთი იწყნარებს ისეთ ადამიანებს, ვისაც სულიერი სისუსტეები გააჩნია, როგორიცაა: სიფიცხე, მოუთმენლობა, ზოგიერთ საკითხში ურწმუნოება, მაგრამ შეუწყნარებელია ფულისადმი სიყვარულისადმი. ის ორ არჩევანს გვიდებს: ან ღმერთს ვემსახუროთ - ან მამონას, რადგან ორივე ერთად შეუძლებელია! ფულის სიყვარული კი მის მოხვეჭის სიმარდეში და გაზიარების სირთულეში წარმოჩინდება.
რაც უფრო მეტს ვკითხულობთ ამ ყველაფერს და მეტს ვიყურებით ჩვენს ირგვლივ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიბლიური წინასწარმეტყველებები უკანასკნელი დროის შესახებ.

„მაგრამ შენ“ - ეკლესიის როლი დღევანდელ წუთისოფელში
„ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ. მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“. (2 ტიმ.4:3-5)
ეკლესიასტე ამბობს: „ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისი ჟამი აქვს ამ ცის ქვეშ“ (ეკლ.3:1), შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტეს ეკლესიას სხვადასხვა ჟამში მოუწია ცხოვრება ამ ცისქვეშეთში და ვიდრე არ წაიყვანს წმიდა ეკლესიას „სასიძო“ ამ ცისქვეშეთიდან, ყველა დროს მოუწევს შესაფერისი პოზიცია დაიჭიროს წუთისოფლის მიმართ, რომელსაც არასდროს შეუწყვეტია პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბრძოლა ღმერთის ერთგულებთან.
თანამედროვე ეკლესია ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს წუთისოფელზე, საკუთარი კეთილი მაგალითით შეცვალოს უკეთესობისკენ ურწმუნო სამყარო. მაგრამ ცოტა თუ სვამს შეკითხვას, რამდენად ითხოვს ღმერთი ამას ეკლესიისაგან.
წმიდა წერილის უამრავი ადგილი ლაპარაკობს იმაზე, რომ წუთისოფელი განწირულია ცოდვის გამო. რომ ღმერთი მოსპობს მას, მიაღწევს რა მისი გახრწნილება პიკს. ისტორიის განმავლობაში ეს ხდებოდა ხოლმე ლოკალურად ადგილ-ადგილ, როცა ძველი ცივილიზაციები უკიდურეს გახრწნილებაში ვარდებოდნენ და ღმერთის პასუხი იყო მათი აღგვა მიწის პირისაგან. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ: ნოეს პერიოდი, სოდომი და გომორი, ბაბილონი და სავარაუდოდ კიდევ მრავალი, რაც ბიბლიაში არ მოხვდა. მოდით დავსვათ კითხვა: წინასწარმეტყველებს თუ არა ბიბლია გარყვნილების მასობრივ გავრცელებაზე დედამიწაზე? და თუ კი? მაშ რატომ უნდა ვხარჯოთ ამისათვის ის ენერგია და დრო, რომელსაც ღმერთი მახარებლობისთვისა (რაც ქრისტეს სახელით წუთისოფლის მხილებასა და სახარებაზე მოპასუხე ხალხის გამოხსნას გულისხმობს) და მსახურებისთვის გვაძლევს?
პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემათ არ დაგვჭირდება ირიბი არგუმენტები იმის სამტკიცებლად, რომ სამყაროს აღსასრული ელის. ამ საკითხს მთელი თავები ეძღვნება როგორც ძველი აღთქმიდან ისევე ახალიდან. მაგალითად: მათეს 24 თავი, სადაც ქრისტეს საუბრობს: რელიგიურ საცდურებზე (4-6, 11, 24 მუხლები), ომებზე, კატაკლიზმებზე (7 მუხლი), ეკლესიის დევნაზე (9 მუხლი), დიდ განდგომილებაზე (12 მუხლი) და პირდაპირ აღსასრულზე (14 მუხლი).  ასევე ამის პარალელურია მარკოზის 13 და ლუკას 21 თავები. ოთხი სახარების გარდა წერილებიც ბევრს ამბობენ ბოლო დროის წუთისოფლის მორალურ გახრწნაზე. აღსანიშნავია 2 ტიმოთეს წერილის მესამე თავის პირველი ნაწილი, სადაც რელიგიისა და წუთისოფლის აღრევაზე მიანიშნებს და განსაკუთრებით აფრთხილებს ყველა მორწმუნეს თიმოთეს სახით, რათა თავი დაიჭირონ შორს ამ ყველაფრისაგან. „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება. ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარულნი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი სასტიკნი....“ (2 ტიმოთეს 3 თავი).
მთაზე ქადაგებისას იესომ უწოდა რა თავის მიმდევრებს „წუთისოფლის ნათელი“ - ზოგიერთმა ეს აიტაცა ისე, რომ მისი უპირატესობა დაიჯერა ამ წუთისოფელში და არ გაიხსენა, რომ კი ვართ ნათელი, მაგრამ ვცხოვრობთ წუთისოფელში, რომელსაც ნათელი ჭირივით სძულს, ვინაიდან მისი საქმეები ბნელია (იოან.3:20). ასევე როცა უწოდა „მთის წვერზე მდებარე ქალაქი“ - ზოგმა ეს ამ წუთისოფლის დიდებათ მიიღო, და არ გაიხსენა, რომ აქ დამალვაზეა საუბარი, ანუ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ძნელად ასაღებია მტრისათვის, ყოველთვის თვალში შეეჩხირება ამ წუთისოფლის სიბნელის მოყვარულ კაცობრიობას და პირდაპირ თუ არაპირდაპირ არ დაანებებს თავს ბრძოლას მის დასამარცხებლად.  რაკი ამ მუხლებზე ვსაუბრობთ იმასაც შევეხები, რომ იესომ თქვა: „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათ.5:16). ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩვენი კეთილი საქმეებით ტაშს დავიმსახურებთ ამ ქვეყნიერებაზე. მაგრამ თუ წავიკითხავთ 1 პეტრეს წერილს მივხვდებით, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც უნებლიეთ განადიდებენ ღმერთს იმით, რომ განდევნიან და გალანძღავენ სიმართლის მოლაპარაკეთ. „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებეს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.“ (1პეტრ.2:12)
წუთისოფელშიც და ეკლესიების უმრავლესობაში განვითარებული მოვლენები ცხადად მიანიშნებს, რომ ამ ყველაფრის დასასრული მოახლოებულია. და ის რაც ყოველმა ქრისტიანმა უნდა აკოთოს ისაა, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ:
მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“. (2 ტიმ.4:3-5)
1.      ფხიზლად იყავი ყველაფერში: სიფხიზლე იმას მიანიშნებს, რომ ადამიანის ყველა გრძნობის ორგანო მომართულია და თვალყურს ადევნებს მის გარემოებას. ზოგს ხედავს, ზოგს იყნოსავს და ა.შ. ასევე უნდა იყოს ქრისტიანი ფხიზლად სულიერად. უნდა ადევნებდეს თვალყურს სულიერ ატმოსფეროს მის ირგვლივ, იქონიოს შეუწყვეტელი ურთიერთბა სულიწმიდასთან.
2.      დაითმინე ბოროტება: ღვთისმოსავ ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ბევრი მოთმინება მოუწევს. თვით ქრისტემაც დაითმინა უსამართლობა და ბოროტება, რითიც მაგალითი დაგვიტოვა. განსაკუთრებით ბოლო დროში უფრო და უფრო მეტი იქნება მოსათმენი და უნდა მოვიშოროთ ილუზია უკეთეს მსოფლიოზე, არამედ გული შევამზადოთ მომავლისათვის.
3.      გააკეთე მახარებლის საქმე: ეს დიადი დავალება ყველა ადამიანის მოვალეობაა. მახარებლობა კი ქრისტეს სახელის გარეშე არ არსებობს. რაც უფრო მივუახლოვდებით აღსასრულს, უფრო და უფრო რთული გახდება ამის გაკეთება.
4.      აღასრულე შენი მსახურება: ყველა ადამიანს მისცა ღმერთმა თავისი მსახურება აღსასრულებლად. ქრისტეს ვაზზე უნაყოფო ლერწი ვერ გაიხარებს. ერთ-ერთი ზეციდან შობის ნიშანია ისიც, რომ ყოველთვის აქვს ლტოლვა რამე აკეთოს უფლისთვის და მისი ეკლესიისათვის.


среда, 22 мая 2013 г.

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა–„დამოწმება იესოს გამოცხადებაზე


ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა–„დამოწმება იესოს გამოცხადებაზე“
ეს ინფორმაცია გაშუქებული იყო СиБиЭс ზე/
ეგვიპტელმა მუსულმანმა,მოკლა თავისი ცოლი ბიბლიის კითხვის გამო,და შემდეგ დამარხა იგი ძუძუმწოვარ ჩვილთან და 8წლის გოგონასთან ერთად.გოგონები იყვნენ დამარხულნი ცოცხლად.! შემდეგ ამ კაცმა შეატყობინა პოლციას,რომ გოგონები მათმა  ბიძიამ დახოცა.15დღის შემდეგ,მათი კიდევ ერთი ნათესავი გარდაიცვალა.როდესაც მას მარხავდნენ,აღმოჩნდა,რომ ორივე პატარა გოგონა რომლებიც იმყოფებოდნენ ქვიშის გარკვეული სისქის ქვეშ,იყვნენ ცოცხლები! მთელი ქვეყანა აღაშფოთა ამ ფაქტმა,ივლისის ბოლოს ამ კაცს დასჯიან. უფროს გოგონას ჰკითხეს,თუ როგორ გადარჩნენ ცოცხლები და მან უპასუხა:“ადამიანი,შემოსილი თეთრი ბრწყინვალე სამოსით,რომელსაც ხელებზე ჰქონდა სისხლიანი ჭრილობები,მოდიოდა ყოველდღე,რათა გამოვეკვებეთ.ის აღვიძებდა დედაჩემს,რომ ჩემი პატარა დისთვის ძუძუ ეჭმივნა.“ეს ინტერვიუ გაშუქებული იყო ეგვიპტის ნაციონალურ არხებზე,კითხვებს ქალი–დიქტორი სვავდა,რომელსაც მუსლიმანური ჩადრი ემოსა.ტრანსლაციის რდოს მან თქვა:“ეს კაცი იყო სხვა არავინ თუ არა იესო,რადგან სხვას არავის არ შეეძლო გაეკეთებინა რაიმე ამის მსგავსი!“ მუსულმანებს სწამთ,რომ ისამ,(იესომ)გააკეთა ეს,მაგრამ ჭრილობები მის ხელებზე ნიშნავს იმას,რომ ის ნამდვილად იყო ჯვარცმული,და სავსებით ცხადია რომ ის ცოცხალია.! მაგრამ ასევე სავსეით ცხადია,რომ ბავშვს არ შეეძლო მოეგონებინა ეს ისტორია,და რომ ისინი ვერ გადარჩებოდნენ ცოცხალნი ვერანაირად,თუ არ მოხდებოდა ნამდვილი სასწაული! მუსულმანი ლიდერებისთვის არ იქნება ადვილი მოიფიქრონ რა ქნან ამ სიტუაციაში,და პოპულარობა ფილმისა:“ქრისტეს ვნებანი“მათ ვერანაირად ვერ დაეხმარებათ.!      და რადგანაც,ეგვიპტე არის მასიური ინფორმაციის წყარო,რომელიც ინფორმაციას აწვდის მთელს ახლო აღმოსავლეთს,თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ,რომ ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება.
ქრისტე კვლავ აკონტროლებს ამ ქვეყნიერებას,და ყოველივეს რაც მასშია.გთხოვთ გაუზიარეთ ეს ინფორმაცია სხვასაც, უფალი ამბობს:
„კურთხეულია კაცი,რომელიც უფალზეა მინდობილი , უფალია მისი საყრდენი“ (იერემია 17:7) . დიდება ქონდეს  იესო ქრისტეს  უკუნითი უკუნისამდე !!!!!!!!!!!!!!  ამინ !!!!!!!!
თარგმნა :
                    ია კარგარეთელმა

суббота, 4 мая 2013 г.

ღმერთის რწმენა შენ ცხოვრებას ცვლის

რწმენა

          რწმენა:  ძალიან მნიშვნელოვანი თემა რადგან ჩვენ მორწმუნები ვართ  შეიძლება ითქვას რომ ქვეყნიერებასაც სწამს რახაც–რახაცების . ზოგს ლეგენდების ზოგს  ამ  თუ  იმ ქვეყნის ფოლკლორის , ზოგიერთს  კი  მეცნიერების , დარვინის ევოლუცის თეორემის, დიდი აფეთქების  თეორის,  აგრეთვე  არიან ისეთი  საზოგადოებაც რომლებსაც უცხო პლანეტელების  სწამთ მათ  საზოგადოება როგორც უფოლოგების  სახელწოდებით  იცნობენ უფოლოგია ეს  არის  საზოგადოება  რომლებიც  უცხოპლანეტელების არსებობის  ფაქტებს  იკვლევენ . ამავ დროულად  დედამიწის უმეტს  მაცხოვრებელს სწამთ  მონოთეისთური   რელიგიების, სიტყვა „ მონოთეისთი  ნიშნავს  რწმენას მხოლოდ ერთი  ღმერთისადმი „  ამ რელიგიებში გაერთიანებულია  ზოგიერთი ქრისტიანული  მიმდინარეობები  და  არა  ქრისტიანული მიმდინარეობებიც .მაგალითად : ქრისტიანულ  მიმდინარეობებში შედის, კათოლიკები, პროტესტანტები და მართმადიდებლები   მხოლოდ  არ  ქრისტიანულ მიმდინარეობებს  განეკუთვნება ისლამი და იუდაიზმი .  


მაგრამ მე  დღეს  მინდა  შევეხო  ჭეშმარიტი  ღმერთის  რწმენაზე  საუბარს,  მნიშვნელობა  არ  აქვს  რომელი  ქრისტიანული  მიმდინარეობების  მიმდევარი  ხართ  რადგან ღმერთი ერთია და სრულებით  ლოგიკურია  რომ  ჭეშმარიტი  ღმერთისადმი რწმენაც  ერთია.  როდესაც  იესო ქრისტე  ასწავლიდა თავის  მოციქულებს ის ეუბნებოდა  „იქონიედ  ღვთის  რწმენა „ (მარკ:11;23) . არა ადამიანური რწმენა  არამედ  ღვთის! რწმენა იქონიეთო  ამას ორი  მნიშვნელობა  აქვს  პირველი  ისა რომ „ რწმენის  წყარო  თვით  ღმერთია“(ლუკა:17;5); „და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა“.  და  მეორე  მნიშვნელობა ისა  რომ   ჩვენ  უნდა  ვიქონიოდ  ისეთი  რწმენა  როგორიც  ღმერთს  აქვს. ჩვენ  შეიძლება  ბევრი  რამის  გვწამდეს  მაგრამ  ჩვენ  უნდა  მივიდეთ  იქამდე   რომ  ჩვენი რწმენა დაემსგავსოს უფლის რწმენას  და  თუ  ჩვენ  ღმერთი  არ შევიცანიდ   არაფერირც  არ გამოგვივა  სხვა  სიტყვებით რომ თქვად  ღმერთის  შეუცნობლად  რწმენა არ  გვექნება  მაგალითად :შენ  იცნობ  ადამიანებს  ძალიან  ახლოს და როცა  გეკითხებიან  რა  უყვართ  ამ  ადამიანებს,  ან შეილება უფრო  კონკრეტულად  რომ ჰკიტხონ შენს  ახლო  მეგობარს  რა  უყვარს  ან  რა  ინტერესები  აქვს ? შენ  ეტყვი  რომ  მას  ესა  და  ეს  უყვარს  და  ესა  და ეს ინტერესები  აქვს, რატომ  უპასუხებ  ეგრე  იმიტომ  რომ  შენ  ამ  მეგობარს  კარგად  იცნობ  და  იცი  მისი  ხასიათი  თუ  რა  უყვარს  მას.   მაგრამ როცა  უბრალო  ნაცნობზე  შეგეკიტხებიან ალბათ  ეგრე  უპასუხებ  ნუ  მე რაღაც გამიგია  სხვებისაგან!! თუ  რა  უყვარს  იმ  ადამიანს  მაგრამ მე  დარწმუნებით არ  შემიძლია   ვთქვა  თუ  რა  უყვარს  რადგან  არ  მაქვს  ახლო  ურთიერთობები  ჩემს  ნაცნობთან .


                      ამიტომ „ ხვთის  სიტყვა“ –(ბიბლია)  მოგვიწოდებს  რომ პერველ რიგში  გავიცნოდ უფალი (იერემია:9;24) თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.  
                                                         ეს  ძირითადი  მუხლია  რადგან  თუ  მე  ვიცნობ  ღმერთს  და  მაქვს  გონიერება მისი მოსმენის მაშინ  ჩემს  უფლისადმი  რწმენას  არაფერი ემუქრება  რადგან  მე  მეცოდინება  თუ რაუნდა  ღმერთს  მე  მეცოდინება  თუ  როგორ  წამს  უფალს  და  თუ  როგორ  უყურებს  უფალი  ამა თუ  იმ  საკიტხს ან  პრობლემას.  რამდენჯერ  ჩვენ  ჩავარდნილვართ  პანიკაში  როცა  ვლოცულობდით   ვიღაც  ახლობლის  განკურნებაზე   და  ვხედავთ  რომ  მათ  გულებში  სიმშვიდე  არ  არის  და  გვიკვირს  რატო  ხდება  ეგრე  ხომ  წერია  ავადმკოფებს  ხელებს  დაადებთ  და  ისინიც  განიკურნებიან (მარკოზის სახარება:16 12) ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.    

                      და  მაინც  რატო  არ  აქვთ  ამ  ადამიანებს  სიმშვიდე  ? იმიტომ  რომ  ამ  ადამიანებს  არ  სწამთ  იმისა  რომ  ბიბლია  ანუ  ღმერთის  სიტყვა  ცოცხალია  და  მოქმედება  შეუძლია (ებრაელთა:4;12)  („რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი“.)   ესეთი ურწმუნოება მოდის  იქედან  რომ  ჩვენ არ  ვიცნოთ  ღმერთს ისე  როგორც  საჭიროა .და  მეორე  მიზეზი  ის არის  რომ  ჩვენ  ძალიან  ბევრჯერ  მოგვატყუეს ადამიანებმა ნათესავებმა მეგობრემბა  და  ჩვენდა  უნებლიედ  გაგვიჩნდა  ურწმუნოების  სინდრომი  ჩვენს  შინაგანში ამიტომა  როდესაც  ჩვენ  ვკითხულობთ  ღმერთის  სიტყვას (ბიბლიას) და  ვიწყებთ  ლოცვას  იმაზე  თუ  რაც  წავიკითხედ  ბიბლიდან ზუსტად  მაგ  დროს  ირთვება ჩვენი  ურწმუნოების  აპარატი  და ფიქრობთ  შეილება  კი  შეილება  არა  რადგან  ბევრჯერ  მოვუტყუვებივართ. თქვენ  ალბათ  გსმენიათ  გამოთქმა  „მე  აღარ  მჯერა  არცეთი  ექიმების“ აღარ მჯერა სიყვარულის და ასე შემდეგ. მაგრამ  როდესაც  ჩვენ  გავხდით  მორწმუნე  ხალხი  ჩვენ  უნდა  ვიცოდეთ  რომ  ღმერთი  ადამიანი  არა  რომ  მოგატყუოდ  ან  თქვენ  მოატყუოდ ,ამიტომ  მორწმუნე  ვალდებულია   რომ  გაიცნოს  და  შეიცნოს  ღმერთი  რაც  შეიძლება  ღრმად  (1იოან:2;14)  („ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი.“) მინდა გითხრად  რომ  ღმერთის  შეცნობა  და  მისი  შესწავლა ეს  უსაზღვროდ  გრძელდება ამიტომ  ადამიანს  არ  შეუძლია  თქვას  მე  უკვე შევიცანი  ღმერთი რადგან ღმერთი  უსაზღვროა მას  შენ  ვერ  გაზომავ  და  ვერ  მოაქცევ  რაღაც  ჩარჩოში და  ვერც  აწონი. ამიტომ  ჩემო მეგობრებო  ჩვენი  რწმენა  დამოკიდებულია  იმაზე  თუ  რამდენად  ვიცნობთ  ღმერთს ჩვენ  უნდა  გვესმოდეს ეს  თუ  როგორ  უყურებს  ღმერთი  ამ პრობლემას   ან  როგორ  ფიქრობს  ამა თუ  იმ  სიტუაციაზე  მაგალითად:  ჩვენ  რაღაც  გვინდა ჩვენ  უნდა  დაფიქრდეთ და  არ  უნდა  გავეკიდოთ  ჩვენს  სურვილებს  არამედ  გავჩერდეთ  და  გავიგოთ  პირველ რიგში  ის რომ ღმერთა  და  მეორე  რიგში  უნდა  გავიგოთ  თუ  როგორ  უყურებს  ღმერთი  შენს  თხოვნას  და სურვილებს ამიტომ  უნდა  დამშვიდე  და  ღმერთს  უნდა  მიენდო    
           რწმენას  ორი  მხარე  გაჩნია  პირველი    „ის ყოველთვის სათავეს იღებს  უფლის  სიტყვიდან ანუ  ბიბლიდან   და მეორე  ის  ყოველთვის  უწყვეტ  კავშირშია  ღვთის  სიტყვასთან  ანუ  ბიბლიასთან“
ანუ  ჩვენი  რწმენის  პროცესი  განუყოფელ  კავშირში  უნდა  იყოს  ღვთის  სიტყვასთან.

რწმენის  განმარტება  კი  ესეთია :–(ებრაელთა:11;1) ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.
მოდი გავშალოდ  ეს  მუხლი   რწმენა  ეს  არის  ის  რასაც ველოდებით  და  რომელიც სრულდება  მაგრამ  ეს  არ  უნდა  იყოს  ცარიელ ადგილზე რწმენა  ზემოდ  უკვე  ავღნიშნედ რომ  რწმენა  სათავეს  იღებეს  უფლის სიტყვიდან  (რომაელთა:10;17)“ ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.“ ამიტომ ჩვენი რწმენა  უფლის სიტყვებზე  უნდა  იყოს  დამყარებული  
მეორე  რასაცა  ვხედავთ  (ებრაელთა 11;1) ისა  რასაც  ჩვენ  ვერ  ვხედავთ  მაგრამ  ვიცით რომ  არსებობს  მაგალითად:როცა  დილიდ ვდგებით  და  ცა  მოღრუბლულია  ჩვენ  ვიცით  რომ  მზე  უკვე  ამოვიდა  თუმცა  მას  ვერ  ვხედავთ  ღრუბლების  გამო  მაგრამ  მტკიცედ  ვიცით  რომ მზე  უკვე  ამოსულია , ესეც ღვთის რწმენა ჩვენ ვერ ვხედავთ ზეციურ ანგელოზებს მაგრამ ვიცით ანუ გვწამს  რომ  ისინი არსებობენ

ამრიგად  გავარკვიეთ თუ  რა  არის  რწმენა  და  რას  უნდა  ემყარებოდეს  ჩვენი  რწმენა  და  კიდევ  მოკლედ:  არ  შეილება    რწმენა  ჩვენს  ემოციებს  და გრძნობებს  ემყარებოდეს  რადგან ეს  არა  უფლის  გზა.ზემოდ  ვთქვი  რომ  რამდენადაც  ღმერთს  ვიცნობთ  ისეთივე  რწმენა  გვექნება.და  თუ  ჩვენ  გვინდა  ძლიერი  რწმენა  ვქონდეს  მაშინ  ჩვენ  უნდა  შევიცნოთ  ღმერთი  და  ღმერთის  შეცნობის  ერთადერთი  გზა  ეს  მისი სიტყვა  ანუ  ბიბლია  თვით  უფალი  იესო  ქრისტე  ამბობს  ესეთ სიტყვებს  „(იოანეს სახარების 5;39   წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის“).
აქ  იესო  ქრისტე  ამახვილებს  ყურადგებას  იმაზე  რომ თვით  ღვთის  წერილები  მასზე  მოწმობენ  და  ეს  მოწმობა  გვაძლევს  საშუალებას  რათა  უფალი  შევიცნოდ და  მისი  შეცნობით  ჩვენი რწმენაც  იზრდებოდეს.
კიდევ  ძალიან  ბევრი  რამის  თქმა  შეილება  რწმენაზე  რადგანაც  როგორც  უფალი  ამოუწურავია  ასევე  მისდამი  რწმენაც  ამოუწურავია  უფლის  მადლი  და  მშვიდობა  იყოს  თქვენდამი  ამინ.


                                                                                                                      გიორგი ჯიჯიეშვილი 03.04.2013.